„ამ 12-მა ბავშვმა და მათი დედების შეუპოვრობამ ჯერ თავს ვერ უშველა, მაგრამ ონკოლოგიურ პაციენტ ბავშვებს სიკეთე მოუტანა – სიცოცხლე აჩუქა“, – ასე ეხმიანება თამარ ჩერგოლეიშვილი აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების პროტესტის ფონზე, პრემიერ-მინისტრის დღევანდელ განცხადებას, რომ ონკოლოგიური დაავადების მქონე 300 ბავშვი სახელმწიფოსგან დაფინანსდება.
„ესენი რომ არა, რეჟიმი ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა.
ასეთი ჯაჭვია პოლიტიკური პროცესი.
ჯაჭვურმა რეაქციამ პეტრემდე და მის ბედქვეშ მყოფებამდეც უნდა მიაღწიოს“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
ამ 12-მა ბავშვმა და მათი დედების შეუპოვრობამ ჯერ თავს ვერ უშველა, მაგრამ ონკოლოგიურ პაციენტ ბავშვებს სიკეთე მოუტანა -…
Posted by Tamara Chergoleishvili on ორშაბათი, 24 აპრილი, 2023
ცნობისათვის, აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების პროტესტი გრძელდება. უკვე 6 დღეა ისინი მთავრობის ადმინისტრაციასთან ღამეს ათევენ და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ.
ამავე თემაზე: