LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს ჩემი საქმიანობის ნაწილი არ არის, რომ პოლიტიკოსებთან ერთად აქციაზე მივიდე – მშობლებთან მივალ“ – ომბუდსმენი აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების აქციაზე

134
ლევან იოსელიანი

სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებთან შეხვედრის მზაობას გამოთქვამს, თუმცა არ აკონკრეტებს, როდის აპირებს მათთან აქციაზე მისვლას.

ომბუდსმენის თქმით, მას პოლიტიკოსები უკავშირდებიან და მშობლების აქციაზე მისვლას სთხოვენ, თუმცა, როგორც იოსელიანმა აღნიშნა, ის „პოლიტიკოსებთან ერთად აქციაზე მისვლას არ აპირებს.“

„ეს არ არის ჩემი საქმიანობის ნაწილი, რომ პოლიტიკოსებთან ერთად მივიდე რამე აქციაზე. რაც შეეხება მშობლებს – მშობლებთან მისვლის ნაწილში მე არანაირი პრობლემა არ მაქვს და მივალ,“ – განაცხადა იოსელიანმა.

„უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები, აქაც ცდილობენ, ეს უმწიკვლო, უმწეო ბავშვები წინ დაიყენონ “ – პრემიერმა აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების აქციას პოლიტიკური კამპანია უწოდა

პრემიერმა მშობლებს თანადგომა გამოუცხადა და სთხოვა, „ნუ გამოაყენებინებენ თავს და ნუ მიიღებენ მონაწილეობას პოლიტიკურ კამპანიაში ნებსით თუ უნებლიეთ“.

მანვე აღნიშნა, რომ პრობლემის გადაწყვეტა ჯანდაცვის სამინისტროს პრეროგატივაა და ამაზე სახალხო დამცველი ვერ იქნება პასუხისმგებელი:

„დიდი ხანია უკვე, რაც ჩართული ვართ მათი პრობლემის მოგვარების პროცესში. ჩვენი ინიციატივით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი ჯანდაცვის სამინისტროსთან და ჩვენი მანდატის ფარგლებში ვუწევთ ამ პროცესს მედიაციას.

ჩართულები ვართ ამ ყველაფერში. მთელი ეს პერიოდი ჩვენი თანამშრომლები მათთან ხაზზე არიან და დღესაც ჩემი დეპარტამენტის უფროსი იმყოფებოდა, კიდევ ერთხელ დაათვალიერა და ნახა ის გარემო, სადაც მათ უწევთ თავიანთი პროტესტის გამოხატვა და ხომ არ აქვს რაიმე ხელშეშლა პროტესტის გამოხატვის თვალსაზრისით.

რაც შეეხება პრობლემის გადაწყვეტას – ეს არის შესაბამისი უწყების მიერ გადასაწყვეტი პრობლემა და სახალხო დამცველი ამ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია მათ დავეხმაროთ ამ კომუნიკაციაში და რა თქმა უნდა, გამოხატვის ნაწილში მათი უფლებები რომ იყოს უზრუნველყოფილი.“ – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

გაბუნია მშობლების პროტესტზე: მნიშვნელოვანია, პროცესი კონსტრუქციულ სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდეს

ცნობისთვის, აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებმა მთავრობის კანცელარიასთან უკვე ექვსი ღამე გაათენეს. ისინი კვლავ მთავრობის ადმინისტრაციასთან რჩებიან და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას ითხოვენ.

„პრემიერმა გვითხრას – წირავს ჩვენს შვილებს სამუდამო ტანჯვისთვის თუ ჯანმრთელობის უფლებას აძლევს.. რა გახდა რომ 20 წუთი შეგვხვდეთ?!“ – აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები