LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პრემიერმა გვითხრას – წირავს ჩვენს შვილებს სამუდამო ტანჯვისთვის თუ ჯანმრთელობის უფლებას აძლევს.. რა გახდა რომ 20 წუთი შეგვხვდეთ?!“ – აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები

136
fot

ახლა პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას ველოდებით. საბოლოო პასუხი გვითხრას – მედიკამენტს გვიფინანსებს თუ არ გვიფინანსებს. არანაირი გაწელვა! გვითხრას, წირავს ჩვენს შვილებს სამუდამო ტკივილისა და ტანჯვისთვის თუ ჯანმრთელობის უფლებას აძლევს, – ამის შესახებ აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებმა მთავრობის კანცელარიასთან საგანგებო განცხადებისას აღნიშნეს.

„უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები, აქაც ცდილობენ, ეს უმწიკვლო, უმწეო ბავშვები წინ დაიყენონ “ – პრემიერმა აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების აქციას პოლიტიკური კამპანია უწოდა

პრემიერმა მშობლებს თანადგომა გამოუცხადა და სთხოვა, „ნუ გამოაყენებინებენ თავს და ნუ მიიღებენ მონაწილეობას პოლიტიკურ კამპანიაში ნებსით თუ უნებლიეთ“.

„დღეს, მშობლები, საბოლოო გადაწყვეტილების მოლოდინში, ძალიან დამცირებულები და გაყინულები ვართ. ასეთი გამწარებული მაშინაც კი არ ვყოფილვარ, როდესაც ჩემი შვილის დიაგნოზი გავიგე. ჩვენ წუხელ უმძიმესი ღამე გვქონდა. წვიმასა და სიცივეში ვიყავით, მაგრამ ყურადღება მაინც არავინ მოგვაქცია.

ჯანდაცვის სამინისტროს დაპირება წელიწადი და ოთხი თვე ვითმინეთ. ამის გამო, არანაირი დაპირება! მხოლოდ და მხოლოდ გვითხრას, გვიფინანსებს თუ არა მედიკამენტს. სწირავს შვილებს სამუდამო ტკივილისა და ტანჯვისთვის თუ ჯანმრთელობის უფლებას აძლევს. ჩვენ, მშობლები არ დავიღლებით მაშინაც, თუ პასუხი უარყოფითი იქნება“, – აღნიშნეს მშობლებმა.

აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებს გზის გადაკეტვის უფლება არ მისცეს – ერთ-ერთი მშობელი შეუძლოდ გახდა

მათი თქმით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ დაფინანსებაზე პასუხი უარყოფითი იქნება, მშობლები გაჩერებას არ აპირებენ.

„მე არ მივალ ჩემს შვილთან დამარცხებული.. იმისთვის არ მიწვალია, რომ უარით მივიდე ჩემს შვილთან გამორიცხულია. აბრძანდით და სთხოვეთ, გადაეცით, რომ შეგვხვდეს. დედები არ წავალთ აქედან..

 

აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლის მიმართვა ღარიბაშვილს

“რა გახდა რომ 20 წუთი შეგვხვდეთ?! მე არ მივალ ჩემს შვილთან უარით და დამარცხებული, განადგურებული ვართ დედები, როგორ გვიყურებთ ასე” | აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლის მიმართვა ღარიბაშვილს

Posted by მთავარი არხი • Mtavari Arkhi on Monday, 24 April 2023

 

რა გახდა რომ 20 წუთი შეგვხვდეთ?! განადგურებული ვართ დედები, როგორ გვიყურებთ ასე“, – განაცხადა აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვის მშობელმა.

გაბუნია მშობლების პროტესტზე: მნიშვნელოვანია, პროცესი კონსტრუქციულ სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდეს 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები