„ლევან იოსელიანს პირადად მინდა ვუთხრა – ყველაზე სამარცხვინო კაცი ხარ! განცხადებას აკეთებ, რომ პოლიტიკოსებთან ერთად არ მოხვალ, საერთოდ, იცი ვინ ხარ, რა თანამდებობაზე ხარ?“ – ამ განცხადებით მსახიობმა, ნანკა კალატოზიშვილმა სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს მიმართა და თქვა, რომ 6 დღის განმავლობაში ომბუდსმენი მშობლების არც ერთ აქციაზე არ მისულა:
მსახიობის აზრით, „ქვეყანაში, სადაც არ არის პრიორიტეტი ბავშვი, მისი ჯანმრთელობა, სიცოცხლე, მომავალი, იმ ქვეყანას საერთოდ არანაირი აზრი არ აქვს, არანაირი მომავალი არ აქვს“:
„6 დღეა აქ არიან.. გუშინ როგორ წვიმაში იყვნენ ისხდნენ, ვერ წარმოიდგენთ, „პუფებით“ კი გაატანინეს გარეთ, ყველაფერი დასველდა.
ლევან იოსელიანს პირადად მინდა ვუთხრა – ყველაზე სამარცხვინო კაცი ხარ! განცხადებას აკეთებ, რომ პოლიტიკოსებთან ერთად არ მოხვალ, საერთოდ, იცი ვინ ხარ? რა თანამდებობაზე ხარ? რისთვის ხარ საერთოდ იცი? ერთხელ არ მოსულხარ 6 დღის განმავლობაში ამ ადამიანებთან, სამარცხვინო ხარ!“, – განაცხადა ნანკა კალატოზიშვილმა.
ცნობისთვის, აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებმა მთავრობის კანცელარიასთან უკვე ექვსი ღამე გაათენეს. ისინი კვლავ მთავრობის ადმინისტრაციასთან რჩებიან და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას ითხოვენ.