LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამ დროისთვის სტაბილურადაა“ – რას წერს კოსტა სანიკიძის მეგობარი, სალომე ბარათაშვილი

318
ფორტუნა (23)

მომღერალ კოსტა სანიკიძის მეგობარი „პრაიმ ჰაუსელი“ სალომე ბარათაშვილი სოციალურ ქსელში კოსტას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე წერს.

მისი თქმით, კოსტა სანიკიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა  ამ დროისთვის სტაბილურია.

ცნობილია პირის ვინაობა, ვინც კოსტა სანიკიძის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს – რას ვარაუდობენ მომხდარზე მეგობრები

„უღრმესი მადლობა უკლებლივ ყველას. ისეთი შეტყობინებები მომდის ახლაც მეტირება. რამხელა სიყვარული შეგვძლებია და თანადგომა თუ მოვინდომებთ.

ამაყი ვარ, რომ ჩემს გარშემო ამდენი კეთილი ადამიანი გაერთიანდა. კოსტა ამ დროისთვის სტაბილურადაა, მთავარია გონს მოვიდა და მალე დაგვიბრუნდება აუცილებლად უჯანმრთელესი. ამ ბიჭზე რამდენი შემიძლია ვილაპარაკო კი იცით. სიყვარულის და სიკეთის ადამიანია ხალხო, გეფიცებით. ვინც ცოტათი მაინც იცნობს დამეთანხმება. მე სიტყვები არ მეყოფა, რომ თქვენ მადლობა გადაგიხადოთ. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, მხოლოდ სიკეთე გადაარჩენს კაცობრიობას. ჰოდა მოდი, გადარჩენა ავირჩიოთ, ხო ჩვენი ნებაა, არა?! და დაიმახსოვრეთ, ჩვენ არ ვიცით რა იქნება ხვალ და დღეს სიყვარული არ უნდა გადავდოთ.
მე თქვენ მიყვარხართ!“. – წერს კოსტა სანიკიძის მეგობარი, სალომე ბარათაშვილი.

„გონზე მოვიდა, ძლიერი ხარ, ძლიერი“ – კოსტა სანიკიძის მეგობარი

თბილისში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს – გავრცელებული ცნობით, დაჭრილი კოსტა სანიკიძეა

„პასუხი უნდა აგოს იმ სადისტმა, ვინც კოსტას დაუშავა“ – ლენუკა ყიფშიძე კოსტა სანიკიძის დაჭრაზე

 

View this post on Instagram

 

A post shared by Salome Baratashvili (@salsy__b)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები