ჯანდაცვის მინიტრის განცხადებით, სისტემას საკმარისი რესურსი აქვს როგორც ამ ეტაპზე, აგრეთვე გართულების შეთხვეაში.
ჯანდაცვის მინისტრი იმერეთის რეგიონში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე იმყოფებოდა.
ეკატერინე ტიკარაძემ კოლეგებთან ერთად ვაქცინაციის გეგმის გააქტიურების საკითხი განიხილა. გარდა ამისა, მინისტრმა ჯანდაცვის სისტემის განვითარების სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით პრეზენტაციაც წარმოადგინა.
“ვაკვირდებით ინფიცირების გავრცელების კოეფიციენტის შემცირებას, რომელიც დღესდღეობით 1.03 არის, რაც იმას მიუთითებს, რომ შემდგომ დღეებში მოხდება აბსოლუტურ რიცხვებშიც კლება. ამ ეტაპისთვის ჩვენ გაგვაჩნია საკმარისი რესურსები, რომ ვმართოთ. იმ შემთხვევაში, თუ გართულდა, ჩვენ გვაქვს ალტერნატიული გზებიც, როგორიც ერთხელ გამოვიყენეთ საველე ჰოსპიტალი, თუმცა დღევანდელი მაჩვენებლებით არ ჩანს, რომ ჩვენ ეს დაგვჭირდეს,” – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.