LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამ ფასად ნაპოლეონის შატოს იყიდი საფრანგეთში“–თბილისში სახლი 16 მილიონად იყიდება

2503
collage

თბილისში კერძო სახლი თითქმის 16 მილიონ ლარად იყიდება. საცხოვრებელი ფართი დიღომში მდებარეობს. მისი ოფიციალური ღირებულება კი 15,867,500 ლარს შეადგენს. შესაბამისად, კვ.მეტრის ფასი 10,578 ლარი გამოდის.

კერძო სახლის გაყიდვასთან დაკავშირებული განცხადება უძრავი ქონების ვებგვერდ place.ge–ზეა განთავსებული. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, დიღომში მდებარე კერძოს სახლის ფართობი 1500 კვ მეტრია, რაც შეეხება ეზოს, ის 2700 კვ.მ-ს შეადგენს.

„დამატებითი ინფორმაცია გამყიდველისაგან:იყიდება ან ქირავდება კერძო სახლი დიღომში სახლის ფართი 1 500 კვ.მ, ეზო 2700კვ.მ , 7 საძინებელი, 9 სველი წერტილი, გასაყიდი ფასი 5,5000000$, ხოლო ქირის ფასი 12 000$“, – წერია განცხადებაში.

თბილისში ბინა 5 მილიონ ლარად იყიდება (იხილეთ ფოტოები)

"ბინა გათვლილია მხოლოდ ვიპ-კატეგორიის მომხმარებლებზე" - წერია განცხადებაში

ამავე განცხადების მიხედვით, სახლი ახალი აშენებულია და ცხადია, ახალი გარემონტებულია. ის 12 ოთახს მოიცავს, აქედან 7 საძინებელია. ძვირადღირებული სახლი აღჭურვილია შემდეგი ნივთებითა და სერვისით: საგარდერობო, ავეჯი, ტექნიკა, კონდიციონერი, გათბობა, ცხელი წყალი, ტელევიზია, ტელეფონი, ინტერნეტი.

 

აღსანიშნავია, რომ უჩვეულოდ მაღალფასიანი სახლის გამოჩენას უძრავი ქონების ვებგვერდზე მომხმარებლების დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ისინი ფასით გაოცებულები არიან და სახალისო კომენტარებს წერენ:

დიღომში „თეთრი ვილა“ 3 მილიონ ლარად იყიდება (ფოტოები)

შიდა და გარე საკუჭნაოები, ჯაკუზი, საუნა და სატრენაჟორო - თბილისში კერძო სახლი იყიდება

1.ბოდიში მარა, ნულებზე ხელი ხო არ მიგეჭირათ;
2.ლუდოვიკო მეთოთხმეტის ან ნაპოლეონის შატოს იყიდი ამ ფასად საფრანგეთში:) თუ არ გჯერათ, შეგიძლიათ დაძებნოთ ტეგით: Chateau franse sale. ფლორიდაში ან ტეხასში, ამის მეხუთედ ფასად რას იყიდით, შეგიძლიათ ნახოთ: luxury home usa.
3.ყველა განზომილებაში გადაგვყვება ეტყობა, ისეთი ფასი აქვს;
4.ბიძომ საფულე ხო არ გათხოვათ და შემთხვევით აქ მიგეწერათ ემოციებისგან ფასი?
5.ნოლებს თუ ჩამოაცილებთ, ვიყიდი უეჭველად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g