LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამ კანონს თუ მიიღებთ, მასწავლებლებიც ქუჩაში გამოვალთ… ყველა წითელი ხაზი გადაკვეთეს და საბჭოთა კავშირში გვაბრუნებენ“ – ლადო აფხაზავა

266
Untitled design (7)

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პირველი მფლობელი, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ლადო აფხაზავა „მთავარ არხთან“ „უცხოური გავლენის აგენტებთან“ დაკავშირებით პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტზე საუბრობს და ამბობს, რომ კანონის მიღების შემთხვევაში მასწავლებლებიც ქუჩაში გამოვლენ, რადგან ხელისუფლებამ უკვე ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა.

მისი თქმით, მასწავლებლები სწორედ ის ადამიანები არიან, რომლებიც გრანტებს ევროკავშირიდან და სხვადასხვა ქვეყნის დონორი ორგანიზაციებიდან იღებენ.

„დემოკრატიის უკუსვლა, ცენზურა და ევროინტეგრაციის შეფერხება“ – რა შედეგი შეიძლება გამოიღოს „გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის დამტკიცებამ

„მასწავლებლები სწორედ ის ხალხი ვართ, ვინც ევროკავშირიდან და სხვადასხვა ქვეყნის დონორი ორგანიზაციებიდან ვიღებთ გრანტებს და ჩვენს ინიციატივებს ვახორციელებთ. ხანდახან ჩვენ სკოლაში თაბახის ფურცელი არ არის და მე პროექტი როგორ განვახორციელო თუა რა ეს დამხმარე რესურსი, რომელსაც სხვა, ჩვენი პარტნიორი ქვეყნები გვაწვდის. ამ კანონს თუ მიიღებთ, უფრო მეტი გამოხმაურება ექნება და უკვე ხალხიც, მასწავლებლებიც ქუჩაში გამოვალთ იმიტომ, რომ არ შეიძლება, უკვე ყველა წითელი ხაზი გადაკვეთეს უკვე ქვეყანასაც ანადგურებენ და ამ საბჭოთა კავშირის წყობაში გვაბრუნებენ“, – ამბობს ლადო აფხაზავა.

 

 

“ყველა წითელი ხაზი გადაკვეთეს და საბჭოთა კავშირში გვაბრუნებენ” | ლადო აფხაზავა

“…მასწავლებლებიც ქუჩაში გამოვალთ, ყველა წითელი ხაზი გადაკვეთეს და საბჭოთა კავშირში გვაბრუნებენ” | ლადო აფხაზავა

Posted by მთავარი არხი • Mtavari Arkhi on Sunday, 5 March 2023

 

 

ამავე თემაზე:

მისმა მიღებამ შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების ამოცანას – კვირიკაშვილი „უცხოური გავლენის აგენტების“ კანონპროექტზე

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტში“ თქვენ ვერ ამოიკითხავთ ვერც შეზღუდვას ან სხვა რაიმე ტიპის ვალდებულებას – გურამ მაჭარაშვილი

„არა რუსულ კანონს“, „ვერ გაგვაჩუმებთ“ – ჟურნალისტებმა პარლამენტში „ხალხის ძალის“ კანონპროექტი გააპროტესტეს

რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი – 260 მედიაორგანიზაციისა და NGO-ს ერთობლივი განცხადება

ჯოზეფ ბორელის პრეს-სპიკერი – კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ სერიოზულ შეშფოთებას იწვევს

სუბარი: შეუძლებელია, რაც კარგია ამერიკული დემოკრატიისთვის, ცუდი აღმოჩნდეს საქართველოსთვის, წარმოუდგენელი ორმაგი სტანდარტია

პოპულალურები