LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამ კვირაში გვექნება ძალიან საინტერესო სიახლეები, 400-მდე ფრენა იგეგმება მაისის თვეში – ეკონომიკის მინისტრი

118
6273e7fe84044

ჩვენი წინასწარი მონაცემებით, აპრილში გვქონდა ექსპორტის 10%-იანი ზრდა, რაც დაახლოებით ნახევარ-მილიარდ დოლარამდე იყო. ეს იმ შემთხვევაში, როდესაც საბაზისო მონაცემების მაჩვენებელი საკმაოდ მაღალი იყო, – ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა განაცხადა. ეკონომიკის მინისტრმა ხაზი გაუსვა როგორც ექსპორტის მატებას, ისე გასულ წელთან შედარებით ტურიზმის კუთხით შემოსავლების აღდგენას. „გვახსოვს, რომ შარშან გვქონდა უპრეცედენტოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა, მათ შორის მაღალი საექსპორტი შემოსავლები. შესაბამისად, გასული წლის აპრილი წლევანდელ აპრილთან შედარებით გაცილებით დიდი იმედის მომცემია“, – აღნიშნა დავითაშვილმა.

რამდენიმე შეხვედრა გვექნება, ამიტომ, ჩვენი მოლოდინი არის, რომ საწვავის ფასი კიდევ უნდა შემცირდეს – დავითაშვილი

მან ასევე ისაუბრა ტურიზმის სფეროში არსებულ პროგრესზე. „ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ტურიზმის კუთხით შემოსავლების აღდგენას. ჩვენი მთავარი გაუთვალისწინებელი ფაქტორი იყო, თუ რამდენად შევძლებდით ტურიზმის აღდგენას 2022 წელს, რადგან გვახსოვს 2021 წელი ტურისტულად არ იყო აქტიური. 2022 წელს ვგეგმავდით ტურიზმის შემოსავლების 70%-იან აღდგენას. დღევანდელი მონაცემებით, დაახლოებით 69%-ით ტურიზმი აღდგენილია. დაახლოებით, 582 მილიონი დოლარის შემოსავალი უკვე მიღებული გვაქვს. რაოდენობას რაც შეეხება, მგზავრთა რაოდენობა 2019 წელთან მიმართებით 52%-ით აღდგენილია, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ახლებურად ყალიბდება ტურისტული დარგი. კერძოდ, ტურიზმში მაღალი შემოსავლის მქონე უფრო გრძელვადიანი ვიზიტების რაოდენობა იზრდება, შესაბამისად, შემოსავლების უკეთესად აღდგენა ხდება და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია იმისთვის, რომ ჩვენ ის ეკონომიკური ზრდის მონაცემები, რაც დაგეგმილი გვქონდა, შევასრულოთ, მათ შორის ტურიზმის კუთხით. ასევე იმედისმომცემია ის დაინტერესება, რომელიც არსებობს საქართველოს მიმართულებით. 400-მდე ფრენა იგეგმება მაისის თვეში სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენ ვხედავთ, რომ ავიაკომპანიებთან კიდევ არის მოლაპარაკებები სხვადასხვა მიმართულებებზე. აქტიური იქნება ტურიზმის სააგენტო და ტურისტული კომუნიკაციის მარკეტინგული კომუნიკაციის კუთხით და ამ კვირაში გვექნება ძალიან საინტერესო სიახლეები ამ კუთხით“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები