LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამ პრეპარატებს ვერ გამოიყენებთ: ახალი წლიდან ახალი სია

23

მსოფლიოს ანტიდოპინგურმა სააგენტომ (WADA) აკრძალული პრეპარატების და მეთოდების სია გამოაქვეყნა, რომელსაც თან ახლავს ძირითადი ცვლილებების ჩამონათვალი და მოკლე განმარტება.

სია, რომელიც ერთ-ერთია ხუთ საერთაშორისო სტანდარტს შორის, 2017 წლის 24 სექტემბერს დაამტკიცა WADA-ას აღმასრულებელმა კომიტეტმა და ძალაში 2018 წლის პირველი იანვრიდან შედის.

დაზუსტდა და განისაზღვრა სპორტული შეჯიბრების თუ არასაშეჯიბრო პერიოდში აკრძალული პრეპარატების და პროცედურების ნუსხა. ახალი მოთხოვნების დაცვა სავალდებულოა მსოფლიოს ანტისადოპინგო კოდექსის ხელმომწერებისთვის.

„WADA მოხარულია, რომ წარადგინა 2018 წლის სია, რომელიც ყოველწლიურად ახლდება და ძალაში შესვლამდე სამი თვით ადრე ქვეყნდება, რათა ყველა დაინტერესებულ მხარეს, კერძოდ სპორტსმენებს და მათ გარემოცვას ჰქონდეთ საკმარისი დრო დოკუმენტების და ცვლილებების გასაცნობად”,- აღნიშნა WADA-ს პრეზიდენტმა კრეიგ რიდიმ.

საქართველოს ანტისადოპინგო სააგენტო სიას თარგმნის, რომელიც უახლოეს პერიოდში ყველა დაინტერესებული პირისა და ორგანიზაციისთვის ხელმისაწვდომი იქნება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები