LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამ რეკომენდაციით შედეგს ორ კვირაში მიიღებთ… მე მომხრე ვარ, რომ მუცლის შებერილობა მედიკამენტების გარეშე მოგვარდეს…“ – როგორ ვუშველოთ მუცლის შებერილობას, რას გვირჩევს გიორგი ღოღობერიძე

1380
გიორგი ღოღობერიძე

როგორ მოვიქცეთ მუცლის შებერილობის დროს და როგორ ვუშველოთ ამ პრობლემას მედიკამენტების ჩართვის გარეშე? – ცნობილი ექიმი, გიორგი ღოღობერიძე ამბობს, რომ შესაძლებელია ამ პრობლემის მედიკამენტების გარეშე მოგვარებაც.

გადაცემაში „შენი დილა“ ექიმი იმ პროდუქტების ჩამონათვალს გვთავაზობს, რაც აკრძალულია მუცლის შებერილობის დროს.

ღოღობერიძე ასევე გვირჩევს რომელი პროდუქტებია ამ დროს სასარგებლო:

„თუ ადამიანს სხვა დარღვევები არ აქვს და უბრალოდ საუბარია ფუნქციურ შებერილობაზე, ის ითხოვს წამლის დანიშვნას, მედიკამენტის მოხმარების შედეგად ეს პრობლემა მხოლოდ მცირდება, მოგვანებით კი კვლავ იჩენს თავს – საუბარია ნახშირზე, რომელიც აირის ბუშტუკბს მხოლოდ ამცირებს.

რაც შეეხება ფერმენტებს ისინი ადამიანს საკვები პროდუქტების უკეთ მონელებაში ეხმარებიან.

მე მომხრე ვარ რომ მუცლის შებერილობა მედიკამენტების გარეშე მოგვარდეს.

საკვები პროდუქტები, რომელიც უნდა შეიზღუდოს ასეთ დროს:

ხახვი, ნიორი, ლობიო, საზამთრო, ატამი, ვაშლი, სოსისი, პური, სოკო, იოგურტი, ავოკადო, თაფლი, გაზიანი სასმელები და ნაყინი.

რა უნდა მივიღოთ თუ მუცლის შებერილობა გვაწუხებს:

ბულგარული, კიტრი, პომიდორი, ფორთხალი, ხორცი, თევზი, კვერცხი, ულაქტოზო რძე, ბრინჯი, ბადრიჯანი, სტაფილო, ანანასი, მარწყვი, კარაქი, შავი შოკოლადი და კივი.

ამ რეკომენდაციით შედეგს ორ კვირაში მიიღებთ“ – ამბობს ექიმი.

🔶 როგორ ვუშველოთ მუცლის შებერილობას

🔶 როგორ ვუშველოთ მუცლის შებერილობას | გიორგი ღოღობერიძის რჩევები 👨‍⚕️

Posted by შენი დილა • Sheni Dila on პარასკევი, 01 მარტი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g