LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამ რიგში მე ვერ დავდგები: მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი დისნეილენდიდან გამოაგდეს

17

მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ქალი ალექს მორგანი დისნეილენდიდან გააძევეს. ამის მიზეზი კი მისი სიმთვრალე გახდა. მთვრალმა მორგანმა დებოში ატეხა და სერიოზული ზიანიც მიაყენა საკუთარ იმიჯს.

ამერიკელი დისნეილენდში მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. ფრანგული ”ლიონის” ფეხბურთელმა ერთ-ერთ ადგილობრივ პაბში ჩხუბი წამოიწყო, რის შემდეგაც ადგილზე პოლიცია გამოიძახეს. მორგანს და მის მეგობრებს უთანხმოება მოუვიდათ დამსვენებელთა სხვა ჯგუფთან, რადგან რიგის დაცვა არ სურდათ.

ხმაურიანმა კამპანიამ დისნეილენდი პოლიციის თანხლებით დატოვა.

ალექს მორგანმა საკუთარი ტვიტერის ანგარიშის საშუალებით ინცინდენტის გამო საჯაროდ მოიხადა ბოდიში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები