დუეტ „ლეონის“ წევრი, ლევან წვერავა „სიცრუის დეტექტორს“ სტუმრობდა.
ლევან წვერავამ კითხვას, „უშვილობის გამო, წლების განმავლობაში მეუღლის დაცვა გიწევდათ? დადებითი პასუხი გასცა და განმარტა, რატომ ხდებოდა ასე.
„დაახლოებით 10 წელი არ გვყავდა შვილი. ვისაც ეს მომენტი გამოვლილი აქვს, მიხვდება, რა მდგომარეობაა. არც ერთი წამი არ დამიკარგავს იმედი, რომ ბავშვი გვეყოლებოდა. ეს რწმენა ჩემი ყველაზე დიდი მოტივაცია იყო.
ნინისა და ჩემ შორის ასაკობრივი სხვაობა დაახლოებით 9 წელია. 18 წლის მოვიყვანე ცოლად. დაახლოებით ორი წელი არც გვიფიქრია ამაზე, მერე დავიწყეთ ფიქრი. მაგრამ ხალხისგან ყოველთვის მოდიოდა ეს ინტერესი, ცხოვრებაში არავის ნათქვამს არ ვიღებ ცუდად და სხვების ნათქვამს „რატომ არ აჩენს შვილს“ და ამ ინტერესსაც კარგად ვიგებ.
მეგონა, რომ კითხვების მოსმენა ნინისთვის უფრო რთული იქნებოდა და ამ მომენტებისგან მიწევდა დაცვა. მე ვფიქრობდი, რომ ამ მომენტში უფრო ძლიერი ვიყავი“.
ნინი კენჭიაშვილი:
„ეს პერიოდი ძალიან ცუდად მახსოვს, გიორგი, ახლა რომ კითხვებს მისვამ, განცდებს იწვევს. ამ თემაზე საუბარი ახლაც არაა მარტივი“.
ლევანი:
„ჩვენთვის ბავშვის დაბადება განსაკუთრებული იყო, რადგან ბევრი წლის მერე დადგა ეს მომენტი. ნანატრი ბიჭი, ნოე დაიბადა და ვამბობ, ღირდა ლოდინად – მეთქი“.