„ამ წამს ველაპარაკე ანა ქართლელიშვილს. სასწაულებრივად გამოძვრა“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში გიორგი ბუტიკაშვილი წერს.
ბუტიკაშვილი საზოგადოებას რამდენიმე თვის წინ, კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებული, ანა ქართლელიშვილის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას უზიარებს:
„ამ წამს ველაპარაკე ანა ქართლელიშვილს. სასწაულებრივად გამოძვრა, ლაპარაკობს და პოლიტიკაზეც ვიჭორავეთ.
წინ დიდი გზა აქვს, მაგრამ უკვე დიდი სასწაულია. ამის მერე კიდევ უფრო მჯერა, რომ ქოცებს სახელოვნად დავამარცხებთ”, – წერს სოციალურ ქსელში გიორგი ბუტიკაშვილი
შეგახსენებთ, რომ კოალიცია „ცვლილებებისთვის“ წევრი, ანა ქართლელიშვილი რამდენიმე თვის წინ, კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში ავტოსაგზაო შემთხვევისას მძიმედ დაშავდა. ავარიას კოალიციის კიდევ ერთი წევრი ელენე მეგრელიშვილი ემსხვერპლა. ცენტრალურ მაგისტრალზე ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი 2 მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
ნიკა გვარამია: „დღეს ჩვენთვის უმძიმესი დღეა… გემშვიდობებით ჩვენო ნათელო და კეთილო ელენე“
ამ წამს ველაპარაკე Anna Kartlelishvili -ს. სასწაულებრივად გამოძვრა, ლაპარაკობს და პოლიტიკაზეც ვიჭორავეთ. წინ დიდი გზა…
Posted by Giorgi Butikashvili on ორშაბათი, 17 თებერვალი, 2025