LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამალიამდე ჩემი ცხოვრება ცარიელი ყოფილა“- ჯორჯ კლუნი მეუღლეზე ალაპარაკდა

230
page

59 წლის მსახიობი, ჯორჯ კლუნი გამოცემა GQ-ს დეკემბრის ნომრის გარეკანზე მოხვდა. მსახიობმა უამრავ თემაზე ისაუბრა. გაამხილა, რომ 2013 წელს 14 საუკეთესო მეგობარს  მილიონ-მილიონი დოლარი დაურიგა. კლუნმა ინტერვიუში ოჯახსა და მეუღლეზეც ისაუბრა.

აღსანიშნავია, რომ მსახიობი მარავლი წლის განმავლობაში ჰოლივუდის ყველაზე მარტოხელა მამაკაცის ტიტულით სარგებლობდა. 2013 წელს კი ამალია ალამუდინი გაიცნო. წყვილმა გაცნობიდან ერთ წელში იქორწინა.

„ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე ცოლი და შვილები მეყოლებოდა. მეგონა, რომ ბედნიერი ვიყავი, მყავდა უამრავი მეგობარი და ვფიქრობდი, რომ საოცრად დატვირთული და მრავალფეროვანი ცხოვრება მქონდა. თუმცა როდესაც ამალია გავიცანი, მივხვდი, რაოდენ ცარიელი იყო ჩემი ცხოვრება. პირველად გავიგე, თუ რა გრძნობაა, როდესაც  სხვისი სიცოცხლე საკუთარ სიციცხლეზე მნიშვნელოვანი ხდება“ – განაცხადა 59 წლის ჯორჯმა.

შეგახსენებთ, ჯორჯი და ამალია 2014 წელს დაქორწინდნენ, 2017 წელს კი წყვილს ტყუპები, ელა და ალექსანდრი შეეძინათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები