LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ამას იმიტირებულ სასამართლოს ვუწოდებ” – საქალაქოში ნიკა მელიას პროცესი მიმდინარეობს

71
მელია

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას პროცესი მიმდინარეობს. პროცესს ნიკა მელია არ ესწრება.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ შესავალი სიტყვა უნდა წარმოთქვას. როგორც ნიკა მელიას ადვოკატი, გიორგი კონდახიშვილი აცხადებს, აღნიშნულ პროცესს სამართალთან კავშირი არ აქვს, რადგან ყველაფერი პოლიტიკური მართლწესრიგით მიმდინარეობს.

კონდახიშვილის განმარტებით, ბრალდების შინაარსიც და ეს საქმეც პოლიტიკურად მოტივირებულია, რომლის მთავარი მიზანიც ნიკა მელიას პოლიტიკური პროცესებიდან განეიტრალება იყო.

გრძელდება პოლიტიკური მართლმსაჯულების პროცესი ნიკა მელიასთან მიმართებით. ერთი ეტაპი დასრულდა, რასაც პოლიტიკური პატიმრობა ერქვა და ნიკა მელია გათავისუფლდა, ხელისუფლება იძულებული გახდა, რომ ნიკა მელია პოლიტიკური ტყვეობიდან გაეთავისუფლებინა. დღეს რუტინულად გრძელდება ეს პროცესი, ამ პროცესს ე.წ. იმიტირებულ სასამართლო პროცესს ვუწოდებ, სადაც კანონის და სამართლის მოთხოვნიდან არაფერი ხდება, ყველაფერი პოლიტიკური მართლწესრიგით მიმდინარეობს. იურისტებს ვალდებულება გვაქვს, დავიცვათ კანონის მოთხოვნები, გავაგრძელოთ პროცესში მონაწილეობა და ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ნიკა მელიას უდანაშაულობა დავამტკიცოთ. ისედაც ცხადია, რომ ბრალდების შინაარსიც და ეს საქმეც თავიდან ბოლომდე პოლიტიკურად მოტივირებულია და მოგონილია ერთადერთი მიზნით, რომ ნიკა მელიას განეიტრალება მომხდარიყო პოლიტიკური პროცესებდან“,- განაცხადა კონდახიშვილმა.

სტრასბურგის სასამართლომ ნიკა მელიას დაპატიმრების საქმეზე სარჩელი განსახილველად მიიღო: მელიას ადვოკატი

magti 5g