LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამას მრუდი აღარ ჰქვია სამწუხაროდ, ეს რაკეტის ტრაექტორია უფროა და ამ ტრაექტორიაზე მიქრის ახლა საქართველო“ – ზურაბ გურული

231
guruli

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი ზურაბ გუული საქართველოში ეპიდსიტუაციის შეფასებისას აღნიშნავს, რომ საქართველოს პანდემიის დაწყებიდან ბევრჯერ გაუმართლა და იმედს გამოთქვამს, რომ კიდევ ერთხელ გაუმართლებს.

„ამას მრუდი აღარ ჰქვია სამწუხაროდ, ეს რაკეტის ტრაექტორია უფროა და ამ ტრაექტორიაზე მიქრის ახლა საქართველო.
ქვემოთ ბრიტანეთი და ისრაელია, წარმატებით აცრილი ქვეყნები. ისრაელში უკვე აღარავინ მომკვდარა დღეს კოვიდით.
აი, ამას აკეთებს ვაქცინაცია და ეს არის პასუხი შარლატანი ანტივაქსერების თუ ვაქცინა-სკეპტიკოსების ბოდვებზე.

ბევრჯერ გაუმართლა საქართველოს პანდემიის დაწყებიდან და იმედია, კიდევ ერთხელ გაუმართლებს; იმედია არ მოსწყინდა ფორტუნას მავანთ ბაქიბუქი და მათ ჯავრს უმწეო ადამიანებზე არ იყრის.

ნუ გაწირავთ უდანაშაულო ადამიანებს მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარი კომფორტული რუტინის დარღვევა აუტანელი გახდა თქვენთვის.

დისტანცია, პირბადე და ერთმანეთის გაფრთხილებაა საჭირო.  გავუფრთხილდეთ ერთმანეთს“. – წერს სოციალურ ქსელში ზურაბ გურული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები