“ნაცმოძრაობა რომ სოროში აღარ ზის და ეს მართლა სამშობლოს გამყიდველები ამდენს რომ ბედავენ, აი, ესაა “ქართული ოცნების” უდიდესი და გამოუსწორებელი დანაშაული”, – ამის შესახებ “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი, ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ინაშვილი აღნიშნავს, რომ არა “ქართული ოცნების” ღალატი, დღეს ნაციონალური მოძრაობის აჩრდილიც არ იქნებოდა:
“ნაცმოძრაობა რომ სოროში აღარ ზის და ეს მართლა სამშობლოს გამყიდველები ამდენს რომ ბედავენ, აი, ესაა “ქართული ოცნების” უდიდესი და გამოუსწორებელი დანაშაული.
რომ არა “ქართული ოცნების” ღალატი, დღეს ნაცმოძრაობის აჩრდილიც არ იქნებოდა, მაგრამ ახლა აჩრდილი კი არა, სტუდიებში სცემენ ოპონენტებს. ცუდად დამთავრდება ეს ყველაფერი.
ამას, პირველ რიგში, “ქართულ ოცნებას” და სახელისუფლებო არხების იმ ჟურნალისტებს ვეუბნები, სოხუმსა და ცხინვალზე ერთი სიტყვა რომ არ დაუძრავთ და ახლა ზელენსკიზე რომ აბოდებთ”, – წერს ინაშვილი “ფეისბუქში”.