ცნობილი მებაღე, „გარდენიას“ მფლობელი ზურა შევარდნაძე „გარდენიაში“ ახალი სივრცის მოწყობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში წერს, კაფე „მყუდრო“ სტუმრებს 7 აპრილიდან უმასპინძლებს.
„ამასობაში, სანამ ჯერ არგაგონილი სიტყვებით მამკობდნენ, ახალი კაფე მოვაწყვე გარდენიაში.
მივიხედე, მოვიხედე და „მყუდრო“ დავარქვი.
ხვალ დავისვენებთ და სამშაბათიდან ყველა სილამაზის და სიმყუდროვის მოყვარულს სიხარულით ვუმასპინძლებთ!“ – წერს ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში.
ამასობაში, სანამ ჯერარგაგონილი სიტყვებით მამკობდნენ ახალი კაფე მოვაწყვე გარდენიაში. მივიხედე, მოვიხედე და "მყუდრო"…
Posted by Gardenia Shevardnadze • გარდენია შევარდნაძე on კვირა, 05 აპრილი, 2026
