LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამაყი ისტორია, ევროპის ნაწილი!“ – პოპულარული ავსტრიული ტურისტული გამოცემა საქართველოს შესახებ წერს

126
ტურიზმი

„ამაყი ისტორია, ევროპის ნაწილი!“ – ამ სათაურით აქვეყნებს საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ სტატიას პოპულარული ავსტრიული ტურისტული გამოცემა T.A.I. (Tourist Austria International).

გასულ წელს საქართველო ბერლინის საერთაშორისო ტურისტული გამოფენის მასპინძელი ქვეყანა გახლდათ, წელს კი ის ვენის ტურისტულ გამოფენაზე წარდგა“ – ასე იწყება სტატია, რომელშიც საქართველოს ტურისტული პროდუქტები და ქვეყნის მრავალფეროვნებაა მიმოხილული.

სტატიაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საქართველოსა და ავსტრიას შორის გაზრდილ საჰაერო კავშირს, საქართველოს საზღვაო, ზამთრის და სპა კურორტებს, იუნესკოს ძეგლებს, დაცულ ტერიტორიებს და, რა თქმა უნდა, ქართულ ღვინოსა და ქართულ სამზარეულოს.

„საქართველო მსოფლიოში ღვინის მწარმოებელი უძველესი ქვეყანა, ოქროს მოპოვებისა და ტექსტილის დამუშავების ისტორიით, ის ქრისტიანობის დასაყრდენად ითვლება და მას დიდი მონარქიული ისტორია აქვს“, – აღნიშნულია სტატიაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები