„ამბობენ, რომ ნაჯახით მოკლაო. რომ მოკლა, შემდეგ დაურეკავს ბათუმში, მეგობრისთვის და უთქვამს მოვკალიო“, – „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ადგილობრივები ჰყვებიან.
მეზობლების ინფორმაციით, მამაკაცმა 80 წელს გადაცილებულ ქალს სასიკვდილო ჭრილობა ნაჯახით მიაყენა.
„ამბობენ, რომ ნაჯახით მოკლაო…
რომ მოკლა, შემდეგ დაურეკავს ბათუმში, მეგობრისთვის და უთქვამს მოვკალიო. [მეგობარს] კასპში დაურეკავს პოლიციაში.
სახლში რომ შესულან, ქალი იატაკზე ეგდო“,- აღნიშნავს მეზობელი.
კასპში შვილიშვილმა ბებია მოკლა
არსებული ცნობითვე, შემთხვევა გასულ ღამეს მოხდა.
მათივე ინფორმაციით, ქალი რაჭაში ცხოვრობდა.
„წამიყვანია რაჭაში იმ ქალთან. ვიცი, რომ ბებო იყო, კარგი ურთიერთობა ჰქონდათ“,-აღნიშნავენ მეზობლები.
კასპის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა. სოფელ სასირეთში ახალგაზრდა მამაკაცმა ოჯახის ხანდაზმულ წევრს დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც 80 წელს გადაცილებული ქალი გარდაიცვალა.
ბრალდებული – 35 წლის მამაკაცი პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. თანასოფლელების თქმით, ბრალდებული გარდაცვლილის გერის შვილია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლითაა დაწყებული.