LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ამბობს, რომ არ ჩამიდენია არანაირი დანაშაულიო”- ვინ მოკლა 27 წლის მამაკაცი და მისი შვილი

45

მეუღლისა და შვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული 25 წლის ქალის ადვოკატები პირველ განცხადებას აკეთებენ. “რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, დაკავებული ბრალს არ აღიარებს.

„ამბობს, რომ არ ჩამიდენია არანაირი დანაშაულიო, არ იცის რა მოხდა და ვინ არის დამნაშავე, თვითონაც გაუგებრობაშია. ეგონა, რომ მეუღლე ნასვამი იყო, ალბათ წაიქცა სადარბაზოში და ბავშვიც, ალბათ, დაუვარდა, ცდილობდა მათ დახმარებას და საავადმყოფოში გადაყვანას, თან ყვიროდა, შველას ითხოვდა და გამოვიდნენ მეზობლები,“ – აცხადებს დაკავებულის ადვოკატი ხათუნა ჩხაიძე.

ამ დროისთვის დაკავებული ეგრეთ წოდებული მოდულის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. შინაგან საქმეთა სამინიტროს ინფორმაციით, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ბლაგვი საგნის ჩარტყმით ჯერ ქმარი მოკლა, შემდეგ კი 5 წლის შვილი. ასევე გამოძიების ინფორმაციით, მკვლელობის შემედგ მან კვალის დაფარვის მიზნით, ცხედრები საცხოვრებელი ბინიდან, კორპუსის წინ, ეზოში გაიტანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მკვლელობა თბილისში ფერაძის ქუჩაზე 20 დეკემბერს გამთენიისას მოხდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები