LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ამდენი სიყვარულისგან სანამ მთლად გავგიჟდი, საქართველოში უნდა ჩამოვიდე… იმდენს იზამთ, ესპანეთში დამბრუნებელი აღარ ვიქნები“ – როდის ჩამოდის გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტეს“ „ფეისბუქის“ ადმინი საქართველოში

209
ხავი

„ჩემო ძვირფასებო, სხვა გზა აღარ დამრჩა, ამდენი სიყვარულისგან სანამ მთლად გავგიჟდი, საქართველოში უნდა ჩამოვიდე!“ – ამის შესახებ „ლევანტეს“ გვერდზე ვკითხულობთ. ქართული შრიფტით დაწერილი ეს სიტყვები ესპანური კლუბის „ფეისბუქის“ ადმინს, ხავის ეკუთვნის.

ესპანური საფეხბურთო კლუბის ოფიციალურ „ფეისბუქის“ გვერდის ადმინი ქართველ გამომწერებთან კომუნიკაბელურობით გამოირჩევა. 

„ქოჩორამ ხავი საქეიფოდ წაიყვანა“ – რა ფოტოებს აქვეყნებს გიორგი ქოჩორაშვილი

„ჩემო ძვირფასებო, სხვა გზა აღარ დამრჩა, ამდენი სიყვარულისგან სანამ მთლად გავგიჟდი, საქართველოში უნდა ჩამოვიდე!
თუმცა მგონია რომ იმდენს იზამთ, ესპანეთში დამბრუნებელი აღარ ვიქნები.  
აბა რეკომენდაციები გამოუშვით, რა უნდა ვნახო!“ – წერს ხავი სოციალურ ქსელში.

ვიდეო: „ჩემს საყვარელ ქართულ საჭმელს ერთს ვერ ვიტყვი, თორემ მომკლავენ“ – „ლევანტეს“ ადმინს ქოჩორამ ქართული სამზარეულო გააცნო

„გელოდებით ხავი.. კახეთი აუცილებლად სადაც გიორგი დაგაკვალიანებს ღვინოზე საჭმელზე და ხედებზე… მეორე ჩამოსვლაზე სვანეთი… გვესტუმრეთ აჭარაში… რა თქმა უნდა თუშეთი…“ – წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.

შეგახსენებთ, ეროვნული ნაკრების წევრი, გიორგი ქოჩორაშვილი ესპანეთის “ლევანტეს” – კლუბში თამაშობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები