LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

American Music Awards: გამარჯვებულთა სრული სია

64

ლოს-ანჯელესში American Music Awards-ის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. „წლის მომღერლად“ არიანა გრანდე დასახელდა, „წლის ახალი არტისტი“ One Direction-ის ყოფილი მონაწილე, ზეინ მალიკი გახდა. ჯასტინ ბიბერმა პრემია „საუკეთესო ვიდეოსთვის“,
„საუკეთესო სიმღერისა“ და „საუკეთესო ალბომისთვის“ აიღო პოპის ჟანრში. ამას გარდა, პოპ/როკის ჟანრში ის საუკეთესო არტისტადაც დასახელდა.

რაც შეეხება საუკეთესო პოპ/როკ მომღერალ ქალს, ეს წოდება სელენა გომესმა მიიღო, ხოლო ბიონსე „წლის ტურნესთვის“ დაჯილდოვდა.

“საუკეთესო რეპერი” – დრეიკი

“საუკეთესო ჰიპ-ჰოპ სიმღერა” – Hotline Bling, დრეიკი

“საუკეთესო ჰიპ-ჰოპ ალბომი” – Views, დრეიკი

“საუკეთესო ქანთრის სტილის მომღერალი მამაკაცი” – ბლეიკ შელტონი

“საუკეთესო ქანთრის სტილის მომღერალი ქალი” – კერი ანდერვუდი

“საუკეთესო ლათინოამერიკელი მომღერალი მამაკაცი” – ენრიკე იგლესიასი

“საუკეთესო საუნდტრეკი” – Purple Rain

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები