აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ უწყვეტ აქციებს განაგრძობენ.
აქციის და სამოქმედო გეგმის შესახებ სოციალურ ქსელში წერს ერთ-ერთი მშობელი მაკუნა გოჩიაშვილი. მისივე თქმით, ამერიკაში მცხოვრებმა ემიგრანტებმა გამოჰყვეს თანხა, რომელსაც აქციის საორგანიზაციო საკითხებს მოხმარებდა:
„დაგააფდეითებთ. უწყვეტ აქციას ვაგრძელებთ, ერთმანეთს შევცვლით მშობლები.
წუხელ მე და პეტრეს მასწავლებელმა გავათენეთ, მეგობრები მოდიოდნენ ღამით და გვივლიდნენ.
ამერიკაში მცხოვრებმა ემიგრანტმა ქართველებმა თანხა გამოგვიყვეს, რომელსაც აქციის მომზადებაში გამოვიყენებთ.
ბევრი გვთავაზობს დახმარებას, სწრაფად და ეფექტურად ინფორმაციის გავრცელებაშიც და ყველა იმ რესურსით, რაც ხელეწიფებათ.
დიდი მადლობა ყველას!
ზუსტად არ ვიცი, რას ვაპირებთ, მაგრამ რაღაც შედეგამდე უნდა მივიდეთ, სხვანაირად მართლა ვერ მოვისვენებთ“, – წერს მაკუნა გოჩიაშვილი.
შეგახსენებთ, აქონდროპლაზია იშვიათი გენეტიკური დაავადებაა. აღნიშნული დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები ითხოვენ სახელმწიფომ დააფინანსოს იმ პრეპარატის შემოტანა, რომელიც სინდრომისა და გამოწვეული სიმპტომების სამკურნალოდ გამოიყენება.
ამავე თემაზე:
დაგააფდეითებთ. უწყვეტ აქციას ვაგრძელებთ, ერთმანეთს შევცვლით მშობლები.
წუხელ მე და პეტრეს მასწავლებელმა გავათენეთ,…Posted by Makuna Hatata Gochiashvili on ხუთშაბათი, 20 აპრილი, 2023