ამერიკის ზოგიერთ შტატში სრულიად საკმარისია ავტომობილის ნომრის უკანა მხარეს დაკიდება, თუმცა პოლიცია ასე არ ფიქრობს და შესაძლოა წინა ნომრის ხმარებაში დაბრუნებაც კი მოითხოვოს.
ამ საკითხთან დაკავშირებული დებატების ეპიცენტრად ოჰაიოს შტატი იქცა. ჯერ კიდევ 1908 წელს მიღებული კანონის მიხედვით, ყველა ავტომობილი ორი სანომრე ნიშნით უნდა ყოფილიყო უზრუნველყოფილი. ცოტა ხნის წინ კი მიიღეს კანონი, რომელიც ძალაში 2020 წლის 1 ივლისიდან შევა და მძღოლებს ნომრების განთავსებას მხოლოდ უკანა მხარეს დაავალდებულებს.
ამ გადაწყვეტილებას თითქმის ყველა ავტომფლობელი ემხრობა, რადგან მათი აზრით, წინა ნომრის გარეშე ავტომობილი ბევრად უფრო მიმზიდველად გამოიყურება. მაგრამ ასე არ ფიქრობენ სამართალდამცავები და ამ გადაწყვეტილებაში მათ სერიოზული საფრთხე დაინახეს.
პოლიციის აზრით, ორი ნომერი დამნაშავის პოვნის შანსებს ორმაგს ხდის, ერთი ნომრით კი კანონდამრღვევს მიმალვა უფრო გაუმარტივდება.