LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკაში ვეტმფრენი პირდაპირ საცხოვრებელ კორპუსს დაეცა

39

ამერიკაში ვეტმფრენი პირდაპირ საცხოვრებელ კორპუსს დაეცა. გამოცემა „Los Angeles Times”-ის ინფორმაციით, შემთხვევა კალიფორნიის შტატში მოხდა და მის შედეგად 5 ადამიანი დაზარალდა. როგორც ცნობილია, 4 ადამიანი ვეტმფრენის ბორტზე იმყოფებოდა, ერთი დაზარალებული კი ავარიის დროს უბრალოდ ქუჩაში გადაადგილდებოდა. ხოლო, თუ რა გახდა ინციდენტის მიზეზი, ამას უკვე გამოძიება დაადგენს.

ვეტმფრენი 2003 წელს კომპანია Robinson Helicopter Co-მ ააწყო და აღნიშნული მოდელი მსოფლიოში ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს. ის ათობით ქვეყანაში უამრავ მოყვარულ პილოტს, კომპანიას, თუ პოლიციის დეპარტამენტს ყავს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები