LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკაში წასული ქართველი მოცეკვავე, რომელიც წარმატებული ბიზნესლედი გახდა: „ემიგრანტობა იოლი არ გახლავთ და მეც დავიდგი ეს მძიმე უღელი…“

441
თათული ტორესი

მოცეკვავე თათული ტორესი ემიგრანტია და ჟურნალ „გზას“ თავისი არცთუ მარტივი ცხოვრებისეული გზის შესახევ უყვება.

თათული ტორესი სწორედ ერთ-ერთი მათგანია, ვინც არ ისურვა ერთ ადგილზე გაჩერება, ბედის სადავეები ხელში თავად აიღო და წარმატებასაც მიაღწია. ის დღეს ამერიკაში ცხოვრობს, წარმატებული ბიზნესლედია და განვითარებაზეც ფიქრობს. თუმცა, არც ქველმოქმედება ავიწყდება და საქართველოში ჩამოსვლისას მხოლოდ მონატრებულ ახლობლებთან ურთიერთობა კი არა, საქველმოქმედო საქმიანობაც სიამოვნებას ანიჭებს.

– წლების განმავლობაში ვცეკვავდი ანსამბლ “გორდაში” და დამსახურებული არტისტის წოდებაც მაქვს მიღებული. აქედან გამომდინარე, ჩემთვის საზღვარგარეთ წასვლა სიახლე არ იყო. გადავწყვიტე, რამდენიმე თვით ახლობელთან ამერიკაში წავსულიყავი, როგორც ტურისტი. დარჩენა არ იყო ჩემი მიზანი, მაგრამ იქ ჩასულს სიტუაცია, იქაური აურა და გიჟური ცხოვრება ძალიან მომეწონა და დავრჩი. ეს იყო 1998 წელს და მას მერე იქ ვცხოვრობ.

– შეგუება თუ გაგიჭირდათ?

– როცა უცხო ქვეყანაში მიდიხარ, პირველ რიგში, ენის ბარიერის პრობლემა დგება. როცა იქ ხარ დაბადებული და განათლებაც იქ გაქვს მიღებული, მორგებული ხარ იქაურ გარემოს. თავიდან, რა თქმა უნდა, კარგ სამსახურში მოწყობაზე ფიქრი ზედმეტი იყო. დავიწყე ცხოვრება ზუსტად ისე, როგორც სხვებმა და ის გზა გავიარე, რასაც ყველა ემიგრანტი გადის. ემიგრანტობა იოლი არ გახლავთ და მეც დავიდგი ეს მძიმე უღელი.

წასვლიდან 4 წლის თავზე შევძელი საქართველოში ჩამოსვლა, როცა ჩემი ამერიკელი მეგობრის დახმარებით საბუთები მოვაწესრიგე. რაღაც საოცარი და დაუვიწყარი შეგრძნება დამეუფლა, როცა საქართველოს მიწაზე დავდგი ფეხი. უდიდესი ნოსტალგია მქონდა და უმძიმესი 4 წლის შემდეგ აქ ჩამოსვლა ერთგვარი შვება გახლდათ.

– იტალიელზე გათხოვდით, შვილიც გყავთ…

– 2012 წელს გავიცანი მამაკაცი – ამერიკელი, წარმოშობით იტალიელი, რომელთანაც ოჯახი შევქმენი. მყავს შვილი, 9 წლის ნიკოლოზ (ქართულად), იქაურად ნიკი პელიჩიონი, რომელიც ჩემი ცხოვრების სტიმული და აზრი გახლავთ. მეუღლეს დავშორდი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მტრები ვართ. საუკეთესო მეგობრებად დავრჩით და ერთად ვზრდით საერთო შვილს. ძალიან მეხმარება და მხარში მიდგას. სხვათა შორის, ჩემი ბიზნესიც მისი დამსახურებაა, მხარში მედგა როგორც მატერიალურად, ასევე – ფიზიკურად. მის გარეშე ამ საქმეს ვერ წამოვიწყებდი.

ძალიან კარგი ადამიანია, კეთილშობილი, წარმატებულიც, საკუთარი სადაზღვევო კომპანია აქვს და ბუნებრივია, მატერიალურადაც საკმაოდ მყარად დგას ფეხზე. ის არაფერს იშურებს არც ჩემთვის, მით უმეტეს, არც – შვილისთვის. უბრალოდ, სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ შევძელით ერთად ცხოვრება და როგორც ცოლ-ქმარი, ვერ შევეწყვეთ ერთმანეთს, თორემ როგორც მეგობრები – საუკეთესოდ ვგრძნობთ თავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g