აშშ-ს ფეხბურთის ფედერაციას სურს 10 წლამდე ბავშვებს თავით თამაში აუკრძალოს.
ფედერაციამ ახალი წესები შემოიღო, რომლის თანახმად საფეხბურთო აკადემიების ყველა მატჩს ექიმები დაესწრებიან და თავის ტრამვის მიღების შემთხვევაში მწვრთნელების ნაცვლად მიიღებენ მოთამაშის შეცვლაზე გადაწყვეტილებას.
ახალგაზრდა მოთამაშეების ჯგუფმა და მათმა მშობლებმა 2014 წელს სან ფრანცისკოს სასამართლოში USSF-სა და ფიფასთან მიმართებაში სარჩელი შეიტანეს და ფეხბურთის წესების შეცვლა მოითხოვეს.
2015 წლის ივლისში სასამართლომ ფიფასთან მიმართებაში საქმე შეწყვიტა, რადგან დაადგინა, რომ ტრამვა ფეხბურთის ნაწილია USSF-თან მიმართებაში კი მოხდა რეგულირება.