LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკელები პარკინგის დამხმარეებს შეამოწმებენ

17

აშშ-ს საგზაო უსაფრთხოების სადაზღვევო ინსტუტუმა (IIHS) ავტომობილების შეფასების ახალი პროგრამა – Rear Crash Prevention დააანონსა, რაც ავტომობილის უკანა მხრიდან შეჯახების აღმოფხვრას ითვალისწინებს.

სისტემის ჩამონათვალში შედის უკანა საპარკინგო რადარები, საფრთხის მაუწყებელი ფუნქცია, უკანა ხედვის კამერები და ექსტრემალური მუხრუჭის სისტემა.

ავტომობილზე გამოყენებული სისტემის მიხედვით, მას რეიტინგი მიენიჭება: საბაზო, გაფართოებული, ან მაქსიმალური. ამ უკანასკნელის მისაღებად აუცილებელია ავტომობილის ავტომატური ექსტრემალური მუხრუჭის ფუნქციის არსებობა.

ახალი პროგრამის ფარგლებში გატესტილი პირველი ავტომობილები BMW-ს მეხუთე სერია, Cadillac XT5, Infiniti QX60, Jeep Cherokee, Subaru Outback და Toyota Prius გახდნენ. აქედან XT5-მ და Outback-მა უმაღლესი შეფასება მიიღეს, დანარჩენებმა კი კასტეგორია – advanced. ავტომობილები უკანა სვლისას ექსტრემალური მუხრუჭის სისტემის, სერიაში მისი მუშაობისა და სხვა ელექტრონული დამხმარების არსებობის მიხედვით შეაფასდეს.

IIHS-ის მონაცემებით, ავტომატური ესტრემალური მუხრუჭის სისტემის არსებობა ავარიის ალბათობას უკანა სვლისას 78%-ით ამცირებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები