ამერიკელებმა ყველაზე ცუდი სპორტქარები აირჩიეს. სია გავლენიანი საავტომობილო გამოცემის მკითხველთა შეფასებების მიხედვით შედგა. როგორც აღმოჩნდა ანტირეიტინგში არიან – Chevrolet Corvette С1, Pontiac Trans Am, Ford Mustang II, Toyota Supra, DeLorean DMC-12 და პირველი Porsche 911-იც კი.
გამოკითხვა რომელიც გამოცემამ დაიწყო კრიტიკაში და ურთიერთობების გარკვევაში გადაიზარდა. ამასთან, ზოგიერთი აზრი საკმაოდ მოულოდნელიც აღმოჩნდა. მაგალითად, ყველაზე ცუდი სპორტქარების სიაში მოხვდა რამდენიმე საკულტო მოდელი.
მკითხველთა აზრით, სრული იმედგაცრუება იყო 1964-1973 წლებში გამოსული ორიგინალი Porsche 911. მეპატრონეებმა თავის თავზე გამოცადეს ძრავის პრობლემები, ზეთის გაჟონვა თუ გადაცემათა კოლოფის დეფექტები. მის ფონზე მშვენივრად გამოიყურებოდა Mazda MX-5, რომელმაც სხვა მოდელებისგან განსხვავებით საწყისი კონცეფცია შეინარჩუნა, რაც იმას ნიშნავს რომ ბოლომდე ხელმისაწვდომი დარჩა და მართვის დროს მძღოლი უდიდეს სიამოვნებას იღებდა.