LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკელი კატერის გადარჩენას ცდილობდა და ამასობაში ორი კროსოვერი ჩაძირა

261
carsinwatternews

ამერიკაში, მინესოტას შტატში, ერთ–ერთმა ადგილობრივმა პიკაპი Ford F-150 და ყველგანმავალი Jeep Wrangler ჩაძირა, რათა მდიდრული კატერი Pavati გადაერჩინა. ამ უკანასკნელის ფასი 300 ათასი დოლარია.

ინციდენტი ტბის სიახლოვეს მოხდა. სპორტული კატერი ნაპირთან იყო დაპარკინგებული, როცა უეცრად წყალში ჩაძირვა დაიწყო. მამაკაცს ბევრი არ უფიქრია და მის გადასარჩენად ყველაფერი გააკეთა.

ფაქტობრივად მან ორი პიკაპი გაწირა. მართალია, ამ ავტომობილებს წყლის წინაღობების გადალახვა უპრობლემოდ შეუძლიათ, თუმცა საკმაოდ ღრმა ტბა სულ სხვა საქმეა. წარუმატებელი სპეც–ოპერაციის შემდეგ ორივე კროსოვერი ჩაიძირა და ვერც კატერის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ჩაძირული მანქანების საერთო ღირებულება 80 ათასი დოლარია, თუმცა ამერიკელი ამაზე არ დარდობს. მის ავტოფარეხში Lamborghini Gallardo და Huracan, ასევე Audi R8 და დატუნინგებული Jeep Wrangler–იც ინახება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g