LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკელი მეცნიერები აცხადებენ, რომ Covid 19-ის მიმართ იმუნიტეტი ორგანიზმმა შეიძლება წლობით შეინარჩუნოს

706
merlin-174444060-b7eee037-f314-4eb5-9e5f-d25498ffdd5e-superJumbo

ამერიკელი მეცნიერები აცხადებენ, რომ კორონავირუსის მიმართ იმუნიტეტი ორგანიზმმა შეიძლება წლობით შეინარჩუნოს. ამის შესახებ New York Times-ი იტყობინება.

კალიფორნიაში, იმუნოლოგიის ინსტიტუტში ჩატარებული კვლევის მიხედვით, COVID-19-ით ინფიცირებიდან რვა თვის შემდეგაც ორგანიზმის უჯრედები საკმარისად იმუნურია და ის ხელმეორედ დაავადებას უმკლავდება.

უახლესი ინფორმაცია: Pfizer-ის ვაქცინამ მესამე ფაზა წარმატებით გაიარა და 95%-იანი ეფექტიანობა აჩვენა

სპეციალისტების აზრით, იმუნიტეტის მსგავსი სახით ნელი ტემპით კლება სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ ის შესაძლოა წლების განმავლობაში შენარჩუნდეს.

მათი განცხადებით, იმუნიტეტის სფეროში ეს არის COVID-19-ის მიმართ ყველაზე ფართო მასშტაბის და ყველაზე ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ჩატარებული გამოკვლევა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g