რუსული საავტომობილო გამოცემების მიხედვით აშშ-ს საელჩოს პოლიტიკური საკითხების მრჩეველმა ესტონეთში ბრაიან ტიმ-ბროკმა პირადი გამოყენებისთვის მეორადი ავტომობილი ВАЗ-2106 შეიძინა, რომელიც 1987 წელს არის გამოშვებული.
აღსანიშნავია, რომ პოლიტიკოსმა ამ გზით გადაწყვიტა 30 წლის იუბილეს აღნიშვნა. ესტონეთში ამერიკის საელჩოს ოფიციალურ გვერდზე გაჩნდა შეტყობინება, რომ პოლიტიკურ საკითხებში უწყების მრჩეველმა ბრაიან ტიმ-ბროკმა ჟიგული პირადი გამოყენებისთვის შეიძინა. დიპლომატმა აღნიშნა, რომ ყოველთვის სურდა ისეთი ავტომობილით ემგზავრა, რომელიც დანარჩენებისგან გამოირჩევა. ტიმ ბროკი ამბობს, რომ დარწმუნებულია საკუთარ არჩევანში.
ВАЗ-2106-ს ფასისა და ხარისხის იდეალური შეფარდება აქვს, რაც ახალგაზდა დიპლომატს ყველაზე მეტად სჭირდებოდა. პოლიტიკოსმა ისიც აღნიშნა, რომ მამამისი პირველ ადგილზე ყოველთვის ხარისხიან ავტომობილებს აყენებდა, თავად კი უპირატესობას ავტომობილის გარეგნულ მხარეს ანიჭებს.
დიპლომატისთვის „ჟიგული“ პირველი ავტომობილია, თუ არ ჩავთლით დედის მინივენს, რომელიც მართვის შესწავლისას დაამტვრია. ტიმ ბროკმა კეპიც შეიძინა წარწერით „Давай“.