ორლანდოს მაცხოვრებელმა რენდალ ჰალილმა საკუთარი ავტომობილი BMW M3-ის პირველი თაობის წარმომადგენელი საკუთარ სახლში დააპარკინგა. მიზეზი რეგიონში არსებული ბობოქარი ქარიშხალი ,,მეთიუ’’ გახდა, რის გამოც ფლორიდაში საგანგებო მდგომარეობა იყო გამოცხადებული.
ჰალილმა კუპე პირდაპირ საკუთარ ოთახში ,,შეაყენა’’, სპეციალურად დივანსა და მაგიდას შორის. რამდენი ხანი ინახავდა ორლანდოელი BMW M3-ს საკუთარ ბინაში, უცნობია. 8 ოქტომბერს, როდესაც ქარიშხალი ,,მეთიუ’’ ფაქტობრივად გადავიდა, რენდალმა გადარჩენილი ავტომობილი უკან, ეზოში გაიყვანა.
აღნიშნული ისტორიის ამსახველი ვიდეო კი მან საკუთარ ინსტაგრამზე განათავსა.