LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკელმა სენატორმა უკრაინისთვის 40 მილიარდი დოლარის ღირებულების დახმარების გამოყოფის შესახებ კანონპროექტი დაბლოკა

372
რენდ პოლი

CNN-ის ინფორმაციით, კენტუკის შტატის სენატორმა რენდ პოლმა, უკრაინისთვის 40 მილიარდი დოლარის ღირებულების დახმარების გამოყოფის შესახებ კანონპროექტის მიღება დაბლოკა.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სენატორი კანონმდებლობაში ცვლილებებს ითხოვს. მას სურს შეიქმნას სპეციალური გენერალური ინსპექტორის სამსახური, რომელიც გააკონტროლებს უკრაინის სამხედრო დახმარების ხარჯვას.

სენატორი არ დაეთანხმა კომპრომისულ ვარიანტს, რომ ეს წინადადება ცალკე შესწორებად განეხილათ და მოითხოვა, რომ ცვლილება უკვე არსებულ კანონპროექტში შეეტანათ.

როგორც CNN-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, წინააღმდეგობის დასაძლევად პროცედურული ნაბიჯების გადადგმა გახდება საჭირო, რასაც შეიძლება რამდენიმე დღე დასჭირდეს. კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ კანონპროექტს რამდენიმე დღის წინ დაუჭირა მხარი.

mazda magti 5g