LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკის ერთ-ერთ ავტოფარეხში ათობით Tesla Model 3 იპოვეს

34

ამერიკის ერთ-ერთ ავტოფარეხში ათობით Tesla Model 3 იპოვეს. ელექტროქარებით სავსე სადგომს სოციალური ქსელის Reddit-ის მომხმარებელი blfire სრულიად შემთხვევით გადააწყდა. ზოგიერთ ავტომობილზე სპეციალური ნიშანი იყო დატანილი, რომელიც იმაზე მიუთითებდა, რომ მანქანამ ტექნიკური შემოწმება ვერ გაიარა. როგორც Tesla Motors-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, ავტომობილები ფარეხში მათ დროებით გადაიყვანეს და თუ რა ბედი ეწევათ ნაკლოვან მოდელებს მომავალში – უცნობია.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ტესლამ წელს მხოლდო 260 ელექტროქარი გამოუშვა და ასეთი სიმცირე ტექნოლოგიური სირთულეებით ახსნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები