ამერიკის პროდიუსერთა გილდიამ 2017 წლის საუკეთესო ფილმი, მსახიობები და კინოინდუსტრიის სხვა წარმომადგენლები გამოავლინა.
„წლის ფილმის“ წოდება გილიერმო დელ ტოროს „წყლის ფორმამ“ დაიმსახურა. ჯანმრთელობის პრობლემების გამო, ცერემონიას ვერ დაესწრო თავად რეჟისორი.
„მამაკაცის საუკეთესო როლისთვის“ გარი ოლდმენი დაჯილდოვდა ფილმით „ბნელი დროები”, ხოლო ამავე კატეგორიაში საუკეთესო მსახიობ ქალად ფრენსის მაკდომენდი დასახელდა ფილმით „სამი ბილბორდი ებინგის საზღვართან, მისური“.
„მამაკაცის საუკეთესო როლი მინი-სერიალში“ – ალექსანდრ სკარსგარდი („დიდი პატარა ტყუილები“), „ქალის საუკეთესო როლი მინი-სერიალში“ – ნიკოლ კიდმანი („დიდი პატარა ტყუილები“).
კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისვის განსაკუთრებული ჯილდო მსახიობ მორგან ფრიმენს გადაეცა.
