LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამერიკული ბიზნესებისთვის ჩვენ განვიხილებით, როგორც სტრატეგიული ცენტრი“

80
უ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ამერიკის შეერთებულ შტატებში სამთავრობო დელეგაციის ფარგლებში მისი ვიზიტის და საქართველოს აშშ-სთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოების პერსპექტივების შესახებ ისაუბრა.

როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, აშშის ბიზნესებისთვის ჩვენ განვიხილებით, როგორც სტრატეგიული ცენტრი და ჰაბი.

ეკონომიკის მინისტრმა ასევე ისაუბრა საქართველო-აშშ-ის ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობების გაფართოებისთვის თანამშრომლობის საკითხებზე ურთიერთგაგების მემორანდუმის მნიშვნელობის შესახებ, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და აშშ-ის კომერციის დეპარტამენტს შორის გაფორმდა.

„მემორანდუმში ხაზგასმულია აშშ-ის სურვილი და გადაწყვეტილება, განიხილოს საქართველო, როგორც რეგიონალური ცენტრი და საყრდენი ამერიკული ბიზნესებისთვის, საიდანაც მათ ურთიერთობა ექნებათ მთლიანად რეგიონთან“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, სამინისტრო ამერიკის შეერთებულ შტატებთან და კომერციის დეპარტამენტთან სხვადასხვა მიმართულებით გააგრძელებს თანამშრომლობას, მათ შორის – საკანონმდებლო, სახელშეკრულებო, ორგანიზაციული, ასევე საქართველოში აშშ-ის კომერციული წარმომადგენლობის შექმნის მიმართულებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები