LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკული დიეტა – წონაში კლების სწრაფი გზა

865

მართალია, ექსპრეს-დიეტები დიეტოლოგებს არ უყვართ და მიიჩნევენ, რომ წონაში კლება ხანგრძლივი პროცესია და სხეულის მასის ინდექსი ფიზიკური ვარჯიშითა და სწორი კვებით უნდა შეამციროთ, თუმცა, ამის მიუხედავად, რამდენიმედღიანი დიეტები დიდი პოპულარობით სარგებლობს. გთავაზობთ ე.წ. ამერიკულ დიეტას, თუმცა, თუ გადაწყვეტთ წონაში ამ გზით დაიკლოთ, გირჩევთ, თავდაპირველად კონსულტაცია ექიმთან გაიაროთ.

შემოთავაზებული პროდუქტები, დღის განმავლობაში სურვილისამებრ შეგიძლიათ გადაანაწილოთ. პროდუქტის სრული ენერგეტიკული ღირებულება, დაახლოებით 1000 კილოკალორიას შეადგენს. დიეტა, შეგიძლიათ 3 კვირის განმავლობაში დაიცვათ, მომდევნო 4 კვირის მანძილზე კი კალორაჟი უნდა გაზარდოთ.

დიეტის დროს ნებადართული პროდუქტი :

ბოსტნეული – 400 გრამი, უპირატესობა ენიჭება მწვანე ბოსტნეულს, მინიმუმამდე შეზღუდეთ სახამებლის შემცველი კარტოფილი, სიმინდი, ბრინჯი და ბარდა.

ხილი – 300 გრამი, რაც შეიძლება ნაკლები ბანანი,ლეღვი,ყურძენი და ჩირი.

პური – 50 გრამი, უმჯობესია დაღერღილი ფქვილით.

რძის პროდუქტი – 250 გრამი უცხიმო, არატკბილი.

უცხიმო ხორცი ან თევზი – 200 გრამი, ან 100 გრამი ხორცი და 1 კვერცხი.

მცენარეული ზეთი ან არაჟანი – 1 სუფრის კოვზი.

მარილი – 3-5 გრამი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g