LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკული კომპანია ეძებს მოხალისეს, რომელსაც ფულს შოკოლადისა და ტკბილეულის ჭამისთვის გადაუხდიან

482
istockphoto

ამერიკული კომპანია ეძებს მოხალისეს, რომელსაც ფულს შოკოლადისა და ტკბილეულის ჭამისთვის გადაუხდიან. ყველაზე ტკბილი ვაკანსია საკონდიტრო Mars Wrigley-მ გამოაცხადა. შერჩეული კანდიდატი სტაჟირებას გაივლის და თან ხელფასსაც აიღებს.

პროგრამა 8-12 კვირა გაგრძელდება და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, მოხალისეს უამრავი სახეობის ტკბილეულის დაგემოვნება მოუწევს.

დაინტერესებულ პირებს არანაირი გამოცდილება არ მოეთხოვებათ და ერთადერთი მოთხოვნა, რომელიც დამსაქმებელს აქვს არის ის, რომ შერჩეული კანდიდატი მინიმუმ 21 წლის უნდა იყოს და საშუალო განათლება უნდა ქონდეს მიღებული.

რაც შეეხება მოვალეობებს:

ჩიკაგოში სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვა;

ახალი პროდუქციის საზოგადოებისთვის წარდგენა;

დიდ გუნდთან ერთად მუშაობა;

შოკოლადისა თუ საკონდიტრო ნაწარმის დაგემოვნება და თავისი პოზიციის მკაფიოდ დაფიქსირება;

აღსანიშნავია, რომ კომპანია Mars Wrigley მომხმარებელს მრავალი სახეობის შოკოლადს და ხილის ასორტს სთავაზობს და მისი პროდუქცია მსოფლიოს 180 ქვეყანაში იყიდება.

დასაქმების მსურველებმა განაცხადი ამ ლინკზე 2019 წლის 20 მაისამდე უნდა შეავსონ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g