ამერიკული ,,ვოისის” 26-ე სეზონის მწვრთნელთა ვინაობა ცნობილია. გაირკვა, რომ ვოკალისტების რეალითი შოუს მომავალ სეზონში სკამს გვენ სტეფანი უბრუნდება. მან აქამდე 7-ჯერ ჩამოაყალიბა საკუთარი ,,თიმი” და მხოლოდ ერთხელ გახდა გამარჯვებული მენტორი.
ახალი მომღერლების აღმოსაჩენად, სკამს ზედიზედ მესამედ შეინარჩუნებს – რიბა მაკინტაირი, ხოლო პირველად პროექტის ისტორიაში, ,,ქოუჩების” ამპლუას, სნუპ დოგი და მაიკლ ბუბლეი მოირგებენ.
ახალი სეზონით, The Voice შემოდგომაზე დაბრუნდება.
The Voice 2011 წლიდან, NBC-ის ეთერში გადის და დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს.