LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამირან გამყრელიძე: „ფაიზერთან“ გვაქვს მოლაპარაკება, წლის განმავლობაში „პაქსლოვიდის“ 50 ათასი ადამიანის სამკურნალო დოზის მიღებაზე

132
publika.ge-78-4-4-4

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ „ფაიზერთან“ ამჟამად მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რათა საქართველომ „პაქსლოვიდის“ 50 ათასი დოზა მიიღოს. როგორც გამყრელიძე აღნიშნავს, აღნიშნული მედიკამენტი კოვიდით გამოწვეულ სიკვდილიანობას კიდევ უფრო შეამცირებს.

კოვიდის სამკურნალო მედიკამენტი "პაქსლოვიდი" საქართველოშია

"პაქსლოვიდის" ინფიცირების დადასტურებისთანავე გამოყენების შემთხვევაში, დაავადება ვეღარ პროგრესირებს, რაც ამცირებს ჰოსპიტალიზაციის რისკს. მედიკამენტი 90%-მდე იცავს დაავადების გართულებისგან" - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

„ფაიზერთან“ არის მოლაპარაკება, წლის განმავლობაში „პაქსლოვიდის“ 50 ათასი ადამიანის სამკურნალო დოზის მიღებაზე. ეს კიდევ უფრო მეტად შეამცირებს ქვეყანაში კოვიდით გამოწვეულ სიკვდილიანობას. დღეს პირველი დღეა რამდენიმე თვის შემდეგ, როდესაც მინიმალური, ანუ სამი გარდაცვალება დაგვიფიქსირდა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გაბრაზებული ვარ…სისხლით ნაშოვნი ვაქცინა აუთვისებელი დარჩა: ამირან გამყრელიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები