დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზით აიცრა.
ამირან გამყრელიძემ “სინოფარმის” მეორე დოზა ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში გაიკეთა.
შეგახსენებთ, ამირან გამყრელიძემ ვაქცინის პირველი დოზა 4 მაისს გაიკეთა.
ქვეყნის მთავარმა ეპიდემიოლოგმა მაშინ იმუნიზაცია რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჩაიტარა.
საქართველოში ვაქცინაციის პროცესი 15 მარტს “ასტრაზენეკას” ვაქცინით დაიწყო.
დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში სულ აცრილია 130 037 ადამიანი, დღიურად აცრილთა რიცხვი კი 4 445-ია.