LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ამირანთან” აქცია ისევ გაიმართა, ამჯერად პროტესტის მიზეზი “ორი ქალის სიყვარულია”

189
sdfbfrhbg

თბილისში, კინოთეატრ “ამირანთან” ახალგაზრდული ცენტრი „ზნეობა“ და „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოებამ” საპროტესტო აქცია გამართეს, სადაც ათამდე მოქალაქემ აღნიშნულ კინოთეატრში ორი კონკრეტული ფილმის ჩვენება გააპროტესტეს. საზოგადოებას ახსოვს რამდენიმე კვირის წინ მსგავსი შინაარსის და მოთხოვნების შემცველი გამოსვლები იგივე ტერიტორიიდან, თუმცა მაშინ საქმე ეხებოდა ორი მამაკაცის სიყვარულის ისტორიას, რომელიც როგორც აქციის მონაწილეები ამბობდნენ, ლახავდა ქართულ ტრადიციებს. ამჯერად საქმე ეხება თამარ შავგულიძის ფილმს „კომეტები“ და აქ ორი ქალის სიყვარულის ისტორიაა მოყოლილი, რომელიც ასევე მიუღებელია გურამ ფალავანდიშვილისთვის და მიიჩნევს, რომ ეს ქართველი ქალის ღირსებას ლახავს.

აქციის ორგანიზატორი “ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების” თავმჯდომარე გურამ ფალავანდიშვილის თქმით, ქართული ფილმი “კომეტები”, რომელიც “დედობის, დაქალობისა და მეუღლეობის წინააღმდეგაა მიმართული” შეურაცხმყოფელია მისთვის.

„და ჩვენ ვიცეკვეთ“ ბოლო კვირაში 5 ჯილდოს მფლობელი გახდა

აქციის მონაწილეების პროტესტის კიდევ ერთი მიზეზი არის იგივე კინოთეატრში კიდევ ერთი ფილმის „ღმერთი არსებობს და სახელად ჰქვია პეტრუნიას” ჩვენება.

“დღეს ლგბტ პროპაგანდაზე უარესი ხდება, დღეს გადის ფილმი ღვთის გმობაზე. ფილმს ჰქვია – “ღმერთი ცოცხალია და მისი სახელია პეტრუნია”, რა შინაარსიც არ უნდა ჰქონდეს, სათაურშივე არის ღვთის გმობა. ფილმში “კომეტები” შეიძლება პორნოგრაფია არ ჩანს, მაგრამ თუ აკინის ფილმი შეეხებოდა კაცობას, ვაჟკაცობას, ჩოხას, ეს ფილმი “კომეტები” შეეხება დედობას. ეს არის დედობის, მეუღლეობის, ასევე დაქალობის წინააღმდეგ, თბილისელი ქალი ხდება ჰომოსექსუალი. ეს არის უპირობო გარყვნილება და უპირობო სიბილწე. ეს არის აღმაშფოთებელი, რომ ამის პროპაგანდა ხდება, როგორც ბუნებრივი სიყვარულის”, – აღნიშნავს გურამ  ფალავანდიშვილი.

საპროტესტო აქცია ინციდენტების გარეშე გაიმართა, თუმცა საპატრულო პოლიციის რამდენიმე თანამშრომელი აღნიშნულ პერიმეტრს მაინც იცავდა.