„და ჩვენ ვიცეკვეთ“ ბოოლო კვირაში 5 პრიზის მფლობელი გახდა, მათ შორის ორი მან სევილიის კინოფესტივალზე მიიღო, სამი კი მადრიდში გამართულ კინოფორუმზე.
შვედურ-ქართული ფილმი შვედეთმა წელს „ოსკარის“ უცხოენოვანი ფილმის კატეგორიისთვის წარადგინა. ჯერჯერობით ფილმების მოკლე ჩამონათვალი არ ნომინაციისთვის არ გამოქვეყნებულა. მანამდე ფილმი წარმატებულ საფესტივალო ცხოვრებას განაგრძობს და გასულ კვირაში სევილიის კინოფესტივალზე აიღო საუკეთესო LGBT ფილმის წოდება, ისევე, როგორც საუკეთესო ფილმის ნომინაცია EFA-ს სელექციაში.
რაც შეეხება მადრიდის კინოფესტივალს, იქ „და ჩვენ ვიცეკვეთ“ დააჯილდოვეს საუკეტესო ფილმისთვის როგორც ჟიურის, ასევე აუდიტორის ვერსიით და ლევან გელბახიანს კი საუკეთესო მამაკაცი შემსრულებლის ნომინაციაში გამარჯვება მიაკუთვნეს.