ამომრჩეველთა სიების საარჩევნო კომისიისთვის განკუთვნილი (სამაგიდო) ვერსიის ფოტო და ვიდეოგადაღება იკრძალება. ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილებაშია აღნიშნული.
„კენჭისყრის შენობაში დაუშვებელია ნებისმიერი ფორმით ისეთი ინფორმაციის ან მონაცემების ფოტო-ვიდეოგადაღება, ან სხვაგვარი დამუშავება, რომელიც/რომლებიც საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად არ განეკუთვნება საჯარო ინფორმაციას (მათ შორის ამომრჩეველთა სიების საარჩევნო კომისიისთვის განკუთვნილი (სამაგიდო ) ვერსია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ფოტო-ვიდეოგადაღება ან დამუშავება გათვალისწინებულია ამავე ორგანული კანონით,”- აღნიშნულია ცესკო-ს დადგენილებაში, რომელიც დღეს, საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა.
საარჩევნო ადმინისტრაციამ ცვლილებები „ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 24 სექტემბრის დადგენილებაში შეიტანა