გუშინ სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა. კორონავირუსით საქართველოში 12 წლის მოზარდი გარდაიცვალა. მანამდე ქეყანაში ყველაზე პატარა გარდაცვლილი 15 წლის იყო.
“შემთხვევის მართვა იყო სრულიად ადეკვატური” – ბათუმში კორონავირუსით 12 წლის ბავშვი დაიღუპა
აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ და განაცხადა, რომ მოზარდის მდგომარეობა მძიმე იყო, რის გამოც პაციენტი სხვა კლინიკაში გადაჰყავდათ, რა დროსაც ის გარდაიცვალა.
დღეს კი ოჯახი უარყოფს, რომ ბავშვი კორონავირუსმა იმსხვერპლა.
გარდაცვლილი მოზარდის ოჯახის ინფორმაციით, 12 წლის გოგონას კლინიკაში მოთავსებამდე ვირუსის სიმპტომები, მათ შორის ტემპერატურა არ აღენიშნებოდა.
„დაბადებიდან არ ჰქონდა ცალი თირკმელი და კვირაში რამდენჯერმე დიალიზს უკეთებდნენ. იმ დღეს კლინიკაში რა გაუკეთეს არ ვიცი, გზაში დაიღუპა. როგორც მე ვიცი, აზოტი ჰქონდა. კლინიკაში რომ ყოფილიყო, დღეს ცოცხალი მეყოლებოდა.
კორონავირუსი არ ჰქონია, არც სიცხე ჰქონდა და არც ხველა. ტემპერატურით შემოვიდაო რომ ამბობენ, ეგ აწყობთ მაგათ. არავის აქვს სახლში სიცხე, 7 წევრი მყავს. დიალიზი სჭირდებოდა. შაბათ-კვირას დასვენება იყო. საღამოს მითხრა კარგად არ ვარო, ჰაერის უკმარისობა ჰქონდა. ყველაზე ცუდი ის არის, რომ რეანომობილში ჟანგბადი არ ეყო“, – აცხადებს გარდაცვლილი მოზარდის ბაბუა.
გარდაცვლილის ახლობლები სოციალურ ქსელშიც წერენ, რომ გარდაცვლილზე ინფორმაციის არასწორად გავრცელბის გამო ღმერთი ყველას დასჯის.