LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამსტერდამი – რჩევები ამსტერდამში მოგზაურობის მსურველებს #ფორტუნაგიდი

98

ამსტერდამი – ქალაქი-ოცნება, ქალაქი-კალეიდოსკოპი. თავისუფლების განსახიერება, ის მუდამ განსხვავებულია, აქ ყველა იპოვის რაღაც საკუთარს. ნებისმიერისთვის ამსტერდამი უნიკალური და განუმეორებელია.

ამსტერდამი საოცარია. ტანადი და ლამაზი ხალხი, ჰაერში გაფრქვეული არომატი, ვან გოგის პალიტრა, ტიტების ზღვა, იდილიური არხები და ასაკოვანი ბებოები ველოსიპედებზე. ეს სასწაული კი არა, ამსტერდამია, დაუჯერებლად განსხვავებული, მაგრამ ყოველთვის შენი.

ამსტერდამი არავის გაანაწყენებს, სამაგიეროდ ყველას მოხიბლავს.

 

 

როგორ მივიდეთ აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე

 

მატარებელი

ყველაზე მარტივი და სწრაფი საშუალება. რკინიგზის სადგური პირდაპირ აეროპორტის ქვეშ მდებარეობს (შენობის დატოვება და გარეთ გამოსვლა არ გიწევთ).
დღის საათებში დაახლოებით ყოველ 15 წუთში დადიან (ღამით ერთხელ დადის). გზას 17 წუთი სჭირდება.
მნიშვნელოვანია: თუ ამსტერდამის ცენტრში მიდიხართ თქვენ გჭირდებათ უშუალოდ სადგურ Amsterdam Centraal-ის მატარებელი (და არა რომელიმე სხვა, რომელიც Amsterdam-ით იწყება).

ამსტერდამის მატარებელი ყველაზე ხშირად 1 და 2 პლატფორმიდან გადის, მაგრამ უმჯობესია ეს ჰოლში ჩამოკონწიალებულ ელექტროტაბლოზე დააზუსტოდ.

ბილეთის ფასი ცენტრალურ სადგურამდე ერთი მიმართულებით:

1 კლასი -7,00 ევრო
2 კლასი – 4,20 ევრო
4 წლამდე ბავშვები – უფასო
4-დან 11 წლამდე (ფასდაკლება 40%) – 2,50 ევრო.

 

 

ავტობუსი

Leidseplein-მდე და მუზეუმის კვარტლამდე 30 წუთში შეგიძლიათ №197 ავტობუსით (დიდი ხანი არ არის, რაც Amsterdam Airport Express ქვია) ან ღამის ავტობუსით №97 მიხვიდეთ. ბილეთის ფასი – 5 ევრო (4-12 წლის ბავშვებისთვის – 1 ევრო, 4 წლამდე – უფასო). ბილეთს მძღოლთან იყიდით.

ავტობუსის გაჩერება ზედ აეროპორტის გამოსასვლელთანაა. გაჩერება ბევრია, თითოეულზე ელექტროტაბლო კიდია, სადაც ნახავთ რომელი ნომერი ავტობუსი გადის ამა თუ იმ ადგილიდან.

 

 

ამსტერდამის ტრანსპორტი

ქალაქის ისტორიული ცენტრი, ანუ ძირითადი ღირსშესანიშნავი ადგილების თავმოყრის ადგილი, არც ისე დიდია და საზოგადოებრივი ტრანსპორტი არც დაგჭირდებათ. მაგრამ თუ სადმე მისვლა სწრაფად და მოხერხებულად გინდათ, ისარგებლეთ ტრამვაით (განრიგი, რომელიც ვარდისფერ ფონზე წერია, დასვენების დღეებს ეხება, ცისფერ ფონზე – სამუშაო დღეებს). ავტობუსებიც ძალიან კომფორტულია და ღამითაც დადიან (1-დან 5:30 სთ-მდე).

გარდა ამისა, ქალაქში მეტროცაა – 3 ხაზი, ცენტრალურ სადგურს სამხრეთ და აღმოსავლეთ რაიონებს აკავშირებს, თუმცა ტურისტები ნაკლებად სარგებლობენ და პრინციპში არც ჭირდებათ. ვრცლად

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები