LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამსტერდამი, როგორიც არასდროს გინახავთ: დირკ ბეკერის არქიტექტურული ქალაქი

29

ჰოლანდიელი ფოტოგრაფის დირკ ბეკერის ფოტოებზე ვერ შეხვდებით ტრადიციულ არხებს, ხიდებს და ველოსიპედებს, მისი ახალი ფოტოპროექტი – ”ქალაქის ხაზები”, რომელიც მშობლიურ ამსტერდამს მიეძღვნა, მხოლოდ გეომეტრიულ ფიგურებს, ხაზებს და ფანტასტიკურ არქიტექტურას მოიცავს.

გრაფიკულ დიზაინერს – დირკ ბეკერს, არქიტექტურაში პირველ რიგში კომპოზიცია, შუქ-ჩრდილების თამაში, ტექსტურა და ორნამენტი აინტერესებს. ის ყოველთვის ჩვეულებრივ შენობებს იღებს თუმცა, განსხვავებული რაკურსით და სწორედ ასე აქცევს არქიტქტურულ ობიექტებს გრაფიკული ხელოვნების ნიმუშად. ფიტოგრაფი არ მალავს, რომ საკუთარ ფოტოებს ხშირად არედაქტირებს: ”არქიტექტურული დიზაინი მე სრულყოფილებამდე მიმყავს, რათა საინტერესო, ლამაზი და ჰარმონიული სურათი შევქმნა”. ბეკერის განცხადებით, ის არასდროს ემზადება გადაღებებისთვის, უბრალოდ სეირნობს ქალაქში და იდეებიც სპონტანურად მოდის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები